пятница, 5 июня 2009 г.

იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოღვაწე ქართველები

ჯვრის მონასტრისადმი ყოველთვის დიდ ყურადღებას იჩენდა და დღესდღეისობითაც იჩენს ქართველი ერი, მაშინაც კი როცა საქართველო მტრით იყო შემოსაზღვრული. მეფეები და დიდებულები ყოველთვის ცდილობდნენ ყურადღება არ მოეკლოთ მონასტრისთვის. ეს ტრადიცია დღესდღეისობითაც გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არცერთი ქართველი ბერ-მონაზონი აღარ არის იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, იგი მაინც რჩება ინტერესისა და ყურადღების ობიექტად. ჯვრის მონასტერი ადრე იერუსალიმიდან მოშორებით სამხრეთ-დასავლეთ მხარეს იდგა, ახლა კი ქალაქის პარამეტრების გაზრდის შედეგად მის ტერიტორიაზე მდებარეობს. მონასტრის კედლებზე მოხატული ყოფილა სამი ქართველი მეფის ფრესკა: მირიანის, ვახტანგ გორგასლისა და ბაგრატ კურაპალატის. ქართული კულტურის ისტორიისთვის საბას ლავრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მას ქართველები საბაწმინდას უწოდებენ დამაარსებლის საპატივცემულოდ. საბას თაოსნობით აღმოცენდა რამოდენიმე ლავრა და მონასტერი. ჯვრის მონასტრის დიდი ტაძრის მშენებლად დასახელებული პროხორე. პროხორე ჯვრის აღმშენებლად მოიხსენება სინას მთის სულთა მატიანეშიც. იგი პატივით იხსენიება ჯვრის მონასტრის აღაპებშიც. ამრიგად ყველა წერილობითი წყარო მოწმობს იმ ფაქტს, რომ ჯვრის მონასტრის დამაარსებელი გიორგი პროხორე იყო.